08, ნოემბერი 2018 20:01:00
ქედის ფოლკლორული ანსამბლი ელესა, ამერიკელი ეთნომუსიკოსის მიერ თურქეთში სამეცნიერო ექსპედიციით ჩაწერილი ქართული სიმღერების აღდგენაზე მუშაობს. პიტერ გოლდმა ქართული ხალხური ჩანაწერები ნახევარი საუკუნის წინ, ინეგოლში 23 წლის ასაკში გააცოცხლა. როგორია 73 წლის მუსიკოსის დღემდე ფირზე შენახული ქართული ფოლკლორი?
ჩვენამდე მოწეული, ძველიაჭარული სიმღერებს შორის, ერთ-ერთი ცნობილი ჩანაწერები ამერიკელ ეთნომუსიკოსს, პიტერ გოლდს ეკუთვნის. მან არამარტო ჩაწერა და ისტორიას შემოუნახა ორ ხმასა თუ პოლიფონიური სიმღერით გადმოცემული ქართველთა ყოფა, არამედ ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახადა აჰმეთ ოზქან მელაშვილის მიერ 1965-66 წლების სიმღერების ჩანაწერები.
ამბობს, რომ ქათული ფოლკლორი გამორჩეული და ღირებულია, შესაბამისად კვლევის ობიექტიც ამ ღირებულებით შეარჩია
ანსამბლ „ელესას“ ხელმძღვანელი და ქედის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ანსამბლს ამ დროისთვის პიტერ გოლდის ჩანაწერებიდან, ხუთამდე ძველი აჭარული სიმღერა აქვს აღდგენილი, ახლა კი„ნანინასა“ და „ფაჭვის სიმღერის“გაცოცხლებაზე მუშაობენ.
ეთნომუსიკოლოგი, კონსერვატორიისა და ფონდ „ქართული გალობის წარმომადგენელი ამბობს, რომ პიტერ გოლდის მიერ ექსპედიციის დროს ჩაწერილი ქართული ფოლკლორული სიმღერები იმაზე ძველია ვიდრე ჩაწერის თარიღი.
„ელესას“ მიერ, პიტერ გოლდის ჩანაწერების აღდგენის პარალელურად, ქედის კულტურის ცენტრში, ნინო რაზმაძის დახმარებით მურად თავართქილაძე საჭიბონო სიმღერების აღდგენაზე მუშაობს.
სიუჟეტი მომზადებულია ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. აქვე გეტყვით, რომ თუ გჭირდება ჟურნალისტის დახმარება, დარეკე ნომერზე 579 34 24 24