08, ნოემბერი 2018 21:19:00
მოგიყვებით იმ შეცდომებზე, რომლებიც ხალხმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში დაინახა. როგორ რეაგირებენ თავად ადრესატები მოქალაქეების მიერ მითითებულ ხარვეზებზე?
წინა ხელისუფლებამ საზოგადოებაში შიში დანერგა, ხოლო ქართული ოცნების მმართველობამ ქვეყანას სიღარიბე მოუტანა - ასე აფასებენ მოქალაქეები წინა და მოქმედ ხელისუფლებას.
მოქალაქეების აზრს არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ წევრები თვლიან, რომ მათი მთავარი შეცდომა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში შეტანა და ხალხთან მაკლები კომუნიცკაციის ქონა იყო.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში დაშვებული შეცდომის ერთ-ერთ მაგალითად 2007 წლის 8 ნოემბერი მოჰყავთ. აქ 9 წლიანი მმართველობის ბოლო წლებში მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკაც იხსენებენ. შეცდომას აღიარებენ, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან თვლიან, რომ პროცესების მართვა ლოიალურადაც იყო შესაძლებელი.
როგორც ქართული ოცნების , ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არჩევნებში მიღებულ შედეგებს ამომრჩეველთან ნაკლებ კომუნიკაციას უკავშრებენ.