09, ნოემბერი 2018 14:16:00
საპროტესტო აქცია ,,ფოლად იოლის“ წინააღმდეგ. კომპანიაში დასაქმებულები დამსაქმებელს შრომის კოდექსის დარვევაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ თურქული კომპანია მათ არაადამიაანურ პიროებში ამუშავებთ. ამას ემატება გადაჭარბებული სამუშაო საათებიც. აქციის მონაწილეები რამდენიმე თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებასაც აპროტესტებენ. დასაქმებულების პრობლემებს აჭარის პროფკავშირევბის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო და კომპანიის წამომადგენლებთან შესახვედრად შევიდა. აქციის მონაწილეებს შეხვდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც. კომპანიის კომენტარს ჩვენს შემდგომ გამოშვებაში შემოგთავაზებთ.