09, ნოემბერი 2018 14:15:00
,,საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის სტანდარტი მკვეთრად გაუარესდა,“ - ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს. სამართლიანი არჩევნების მიერ დაწერილი საჩივრების უმეტესობაში
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების პასუხისმგებლობის საკითხი იყო დაყენებული, მათ შორის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო. მადონა ბერიძის თქმით, რამდენიმე შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების გადასინჯვასა და შედეგების ბათილობას ითხოვდნენ, თუმცა საოლქო კომისიებმა არც ერთი არ დაკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, მსგავსი მიდგომა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიზანმიმართულად ცდილობს ყველა მეთოდის გამოყენებით, გაამართლოს ნებისმიერი სახის დარღვევა“