09, ნოემბერი 2018 20:03:00
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართა, სადაც ბრალდებულ იმედა აბაშიძის ახლობლები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავების შემდეგ დამძიმდა და იგი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. როგორც მსჯავდებულის ოჯახის წევრები ამბობენ, აბაშიძემ დაკავებამდე უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა. ისინი მსჯავდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვენ.