09, ნოემბერი 2018 20:02:00
ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში სიახლეებია. დღეიდან ბენეფიციარებს სკრინიგის გავლა აჭარის მასშტაბით 60-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ასევე იუსტიციის სახლში. რას ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა? და შეცვლის თუ არა საერთო ფონს ამ მიმართულებით აღნიშნული სიახლე?
ჩვენი სიუჟეტის გმირმა არ იცის თუ როდის და სად დაინფიცირდა მაგრამ ეხლა განკურნებული იხსენებს იმ სტრესს, რომლის ქვეშ წლების განმავლობაში იყო. ც ჰეპატიტიტს ვირუსის დამარცხებაში არასამთავრობო ორგანიზაცია დაეხმარა
ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში სიახლეებია. ჯანდაცვის სამინიტროს ინიციატივით, დღეიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ სკრინინგი იუსტიციის სახლებში, პოლიკლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრებშიც ჩაიტარონ. ჯამში აჭარის მასშტაბით სულ 61 სამედიცინო დაწესებულებაში.
სკრინინგის დროული ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტები. დაავადებათა კონრტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის თქმით, გართულებების თავიდან ასაცილებლად სტატუსის დროული ცოდნაა აუცილებელი.
დღეის მონაცემებით, აჭარაში ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით 5 თასამდე პირმა უკვე ისარგებლა. ყველაზე მაღალი მიმართვიანობა ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და ტუპერკულოზის რეგიონულ ცენტრში დაფიქსირდა. დავით მურვანიძე დაავადების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის დამარცხების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
სტატისტიკური მონაცემებით, აჭარის მასშტაბით 2015 წლიდან დღემდე პროგრამით 4 ათას 278 ბენეფიციარმა ისარგებლა. აქედან 3 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 450-ზე მეტი მკურნალობას დღემდე აგრძელებს.