09, ნოემბერი 2018 20:01:00
აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა ნამუშევრების გამოფენის მოლოდინში. რაზე მუშაობენ მოსწავლეები, რომლებიც ტრადიციული ჩაცმულობა აღკაზმულობის დიზაინის სპეციალობას საფასურის გარეშე ეუფლებიან?
სიბრტყეზე ახლა მატყლის დამუშავება და თექის ტონალობის დალაგება სრულდება. ეს ყველაფერი აჭარული ელემენტებით გაფორმებული ტრადიციული ჟილეტის სახეს მიიღებს. მარიამ კეკელიძე დიზაინერია . საკუთარ ესკიზებს ქმნის. ქართულ, ტრადიციულ ორნამეტებს ახალგაზრდა აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში ეუფლება. იგი ტრადიციულ სასცენო ჩაცმულობა-აღკაზმულობის დიზაინის განყოფილების მეორე საფეხურის მოსწავლეა.
მარიამისგან განსხვავებით მისთვის ეს სფერო სიახლეს წარმოადგენს. თორნიკე აბაშიძემ 2 თვიანი სწავლების პერიოდში რამდენიმე ნამუშევარი უკვე შექმნა.მისთვის ტრადიციული სტილის დაცვა მუშაობის პროცესში აუცილებელი პირობაა.
მარიამისა და თორნიკეს გარდა, ქართული ტრადიციული ორნამეტების შესწავლით კიდევ 21 მოსწავლეა დაინტერესებული. ისინი ქარგვას, ქვილთის ხელოვნებას, ხელნაკეთი და დაზგაზე შესრულებული სამკაულის, ხალიჩებისა და ფარდაგების შექმნის კულტურას ეუფლებიან.
სასწავლო წლის ბოლოს სკოლაში მოსწავლეების მიერ შექნილ ნამუშევრებს გამოფებენ. სიცვრეში თავს ტრადიციული, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები მოიყრის.