12, ნოემბერი 2018 20:05:00
ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სკანდალური განცხადებები, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომზე გააკეთა- შესაძლოა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში, საქარველოსთვის არასასურველი შედეგის მომტანი გახდეს. ამაზე ოპონენტების გარდა უკვე მესამე სექტორიც ალაპარაკდა.
ნიკა ჯეირანაშვილი იმ არასამტავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც ჰააგაში ქართული მხარის უფლებებს იცავდა. ეჭვობს, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გამო, ქართველი სამხედროები, გენერალური შტაბის უფროსი, თავდაცვის მინისტრი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა- ჰააგის სისხლის სამართლის განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდნენ.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ჰააგაში მიმდინარე პროცესს მნიშვნელოვნად აზიანებს- თვლიან ოპოზიციაში.ხელუსუფლების ოპონენეტებს მიაჩნიათ, რომ ჰააგაში ოფიციალური თბილისის პოზიცია ძალიან სუსტია . უფრო მეტიც, ამნბობენ,რომ მთავრობა რუსეთის ინტერესებს ატარებს.
ოპოზიციის ბრალდებს არ იზიარებს მმართველი გუნდი. ქართული ოცნების წარმომადგენლები ოპონენტებს სიცრუის ტირაჯირებაში ადანაშაულებენ. უმრავლესობის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო.
ჰააგის სასამართლო 2008 წლის ომს იძიებს.