12, ნოემბერი 2018 20:04:00
1 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით მხოლოდ ფურცლებზე დარჩა და არ განხორციელდა. მურმან დუმბაძე, ქობულეთში, ინვესტორის მიერ შეუწრულებელ ვალდებულებაზე საუბრობს. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტტროსგან ითხოვს პასუხებს რატომ არ რეაგირებს უწყება მსგავს ფაქტებზე
სოფელ ბუკნარში, ეს ტერიტორია 2017 წელს გასხვისდა. ინვესტორს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია. აქ ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა 90 135 კვადრატული მეტრი ფართობი სარეველა ბალახებითაა მოცული. ეს ადგლი ქონების ეროვნული სააგენტოსგან მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ აუქციონის წესით მიიღო.
რატომ არ რეაგირებს ვალდებულებების შეუსრულებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ქონების ეროვნული სააგენტო? კითხვით მურმან დუმბაძემ მედიის საშუალებით შესაბამის ორგანოებს მიმართა. „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერის მტკიცებით, ხაზარაძის კომპანია ბიძინა ივანიშვილთან არის კავშირში, რაც კორუფციის ეჭვს ბადებს.
ოპოზიციის ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ აჭარაში 110 000-კვადრატულ მეტრი მიწის ფართობი გასხვისდა. მურმან დუმბაძის მტკიცებით, მამუკა ხაზარაძემ სხვა შემთხვევებშიც არ შეასრულა პირობა. ბრალდებაზე ქონების ეროვნულ სააგენტოში მხოლოდ წერილობითი განმარტება გააკეთეს.
იმისთვის, რომ ინვესტორების მხრიდან ვალდებულებები შესრულდეს, სახელმწიფო კონტროლია გასაძლიერებელი - ასე ფიქრობენ მესამე სექტორში, სადაც განმარტეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ინვესტორი ნაკისრ ვალდებულებებს დათქმულ ვადებში ვერ ასრულებს აუცილებელია დროული რეაგირება.
ოპოზიციის მიერ მოყვანილი ფაქტებიდან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ განმარტება მხოლოდ ორ შემთხვევაზე გააკეთა. აქ ამბობენ, რომ ციხისძირსა და მწვანე კონცხზე მშენებლობა მიმდინარეობს და კომპანიებს ვადები არ დაურღვევიათ.
რატომ ვერ შეასრულა ვალდებულებები მამუკა ხაზარაძემ? კითხვით „TBC ბანკის“ სამეთვალყურეო სამჭოს მდივნის პრესსამსახურს მივმართეთ, აქ გვითხრეს, რომ ხაზარაძე პოზიციის დასაფიქსირებლად თავად დაგვირეკავს. თუმცა მათგან პასუხი დღეს ვერ მივიღეთ.