16, ნოემბერი 2018 14:02:00
ბათუმის მერიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ბიუჯეტის შედგენის წესის პროექტი განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა წარადგინა. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 3 საკითხზე: ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, ერთიანი მუნიციპალური სერვისების დიგიტალიზაცია, სატრანსპორტო პოლიტიკა და გამოწვევები. შეხვედრას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკითხების წარდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.