16, ნოემბერი 2018 20:02:00
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თვითმმართველობის ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ირაკლი კოჩალიძემ კენჭისყრის შედეგად, თვითმმართველობის 48 წევრის მხარდაჭერა მიიღო, მის კონკურენტს კი მხოლოდ 37 ხმა ერგო. თვითმმართველობის ახალი თავმჯდომარე უფლებამოსილებას ერთი წლის განმავლობაში განახორციელებს.