16, ნოემბერი 2018 14:07:00
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 10 მილიონ 583 ათას 022 ლარი გამოიყოფა - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, აქედან არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 167 ათასი ლარი დაიხარჯება. ამასთან, დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის 381 ათას 450 ლარია გათვალისწინებული. ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების 1-ელი ტურის ჩატარებისთვის 42 მილიონ 667 ათას 518 ლარი იყო გამოყოფილი. შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს არის დანიშნული.