18, ნოემბერი 2018 13:30:00
საქართველო - თურქეთის საზღვარზე გადაადგილება შეფერხებულია. როგორც ,,tv25” მოქალაქეები ეუბნებიან, თურქეთის საზღვრის კვეთას დილიდან ვერ ახერხებენ, მიზეზად კი ელექტროსისტემაში შექმნილ პრობლემას უსახელებენ. მათივე მტკიცებით, ხარვეზი თურქი ეროვნების მოქალაქეებზე არ ვრცელდება და ისინი საზღვრის გადაკვეთას თავისუფლად ახერხებენ.
,,ის, რომ საზღვარს მხოლოდ თურქი მოქალაქეები კვეთენ, უკავშირდება იმას, რომ მათი იდენტიფიცირება სხვა პროგრამითაც არის შესაძლებელი, რაც სამწუხაროდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ ვრცელდება,“ - აცხადებენ თურქეთის საკონსულოში.
აქ იმასაც ამბობენ, რომ ხარვეზი დაახლოებით 12:00 საათიდან შეიქმნა, თუმცა როდის მოხდება პროგრამის აღდგენა, ვერ აკონკრეტებენ.