19, ნოემბერი 2018 14:05:00
სოფელ თხილნარში, მცხოვრებლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ტყუილში ადანაშაულებენ. საქმე გაზიფიცირების საკითხს ეხება. რამდენიმე დღის წინ მთავრობის თავმჯდომარე, ხელვაჩაურის მერთან სოფლის მეურნეობის მინისტრთან და კომპანია სოკარის წარმომადგენელთან ერთად სოფლის ცენტრში მოსახლეობას შეხვდა და განაცხადა, რომ 2000-მდე აბონენტის გაზიფიცირება მოხდა. სიმბოლურად კი ჩირაღდნებით ცეცხლიც აანთეს. თხილნარში შეკრებილები, ფიქრობენ, რომ პროცესი წინასაარჩევნო პროპაგანდის ნაწილი იყო, რეალურად კი თხილნარი დღეისათვის ბუნებრივი აირის გარეშეა. ჩვენი გადამღები ჯგუფი ამ წუთებში მუშაობს მუშაობს და მხარეთა პოზიციებს ასევე რა ვითარებაა სოფელთში დეტალებს 20:30-ზე შემოგთავაზებთ.