27, ნოემბერი 2018 20:01:00
ტილოდან სცენაზე - სხვადასხვა მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები ხელოვანებმა დღეს პერფორმანსით გააცოცხლეს. გამოფენილი ტილოების მიხედვით, ოცწუთიანი წარმოდგენები ქალაქის რამდენიმე სივრცეში მოეწყო. თანამედროვე მხატვრებმა პერფორმანსისთვის ნამუშევრები სპეციალურად შეასრულეს. ხუთმა მხატვარმა ჯამში 15 ტილო შექმნა. მათ გაცოცხლებაზე კი მუსიკოსები, რეჟისორები, მწერლები და მსახიობები ერთდროულად მუშაობდნენ. ღონისძიებას ორგანიზება „არტ ვეი“-მ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაუწია. პროექტის საერთო ღირებულება 20 000 ლარს შეადგენს.