07, მარტი 2017 20:33:00
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენა გაიმართა. ,,ქალის სურნელი“ ქალთა საერთაშორისო დღის რვა მარტის აღსანიშნავად ჩატარდა. ღონისძიებაზე მუზეუმებში დაცული საფერუმარილე ჭურჭელი და მინის სანელსაცხებლები წარმოადგინეს. სტუმრებმა მოისმინეს სუნამოს შექმნისა და დანიშნულების ისტორია, ასევე გაიმართა მცირე ეტიუდები. ღონისძიება გონიოს მუზეუმ-ნაკრძალის, ძმები ნობელებისა და ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმების ორგანიზებით გაიმართა.