06, დეკემბერი 2018 14:05:00
2017 წლის მონაცემებით, საქართველოში აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების ფართობმა 4 ათას ჰექტარზე მეტი შეადგინა. აქედან ტბორების ფართობი 2 ათას ჰექტარზე მეტია,თითქმის ამდენივეა ბუნებრივი წყალსატევების ფართობი. კვლევის ავტორი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურია. საპილოტე კვლევის ფარგლებში, აკვაკულტურის 700 -მდე მეურნეობა გამოიკითხა. შედეგად მიღებული იქნა წყალსატევებში არსებული და წარმოებული თევზის მოცულობა, ფასები, წყალსატევების ფართობი და მისი სტრუქტურა.