06, დეკემბერი 2018 17:05:00
ბათუმში, რუსთავლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ჰოსტელის ძარცვაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან. სასტუმროში, სადაც პოლიციის შენობაცაა განთავსებული, ძარცვა 4 დეკემბერს მოხდა. საქმეზე ბრალდებული ორი პირიდან ერთი საქართველოს, მეორე კი, რუსეთის მოქალაქეა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის გადაწყვეტილებით, ორივე მათგას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიება მათ ჯგუფურად ძარცვას ედავება. დაკავებულები წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს, 5-დან 8 წლამდე პატიმრობა შეეფარდებათ.