06, დეკემბერი 2018 20:02:00
მზადება პირველი პერსონალური გამოფენისთვის. ბელა ხალვაში სხვადასხვა სახის აქსესუარებს ქმნის. ხელოვანი, რომელიც სუვენირებს ბავშვობიდან ამზადებს, ახლა ფართო აუდიტორიასთან შესახვედრად ემზადება.
ახლა ქსოვილს მისი დიზაინით შექმნილი ჩანთის დეტალისთვის ამუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში დატვირთული რეჟიმი აქვს, კერვის პროცესი სიამოვნებას ანიჭებს. ბელა ხალვაშს თავისი წარმოსახვით, ბევრი ხელნაკეთი აქსესუარი და სუვენირი აქვს შექმნილი. ჩანთის კეთების იდეა პირველად ორი წლის წინ გაუჩნდა, თუმცა ხელნაკეთ ნივთებს, ბავშვობიდან ქმნის.
გული წყდება, რომ ქვეყანაში ხელოვნებას, როგორც პროფესიას ისე არ აღიქვამენ. ხელნაკეთი ნივთების წარმოჩენა ფართო აუდიტორიისთვის წარმოჩენა არასოდეს უცდია. თუმცა ბოლო დროს ხშირად უფიქრია შექმნას თავისი ხაზი, რომელითაც ბევრი ქალი ისარგებლებს.
მძივებით, ბისერებით, თექითა და სხვადასხვა ქსოვილით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა ხვალ, ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმში მოეწყობა. ეს ახალგაზრდა ხელოვანის პირველი პერსონალური გამოფენა იქნება.