06, დეკემბერი 2018 17:00:00
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 5-მა საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა. დიზაინის, სამუსიკო შემსრულებლის, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის და ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამა საბჭომ 7 წლის ვადით დაამტკიცა. კულტურული მენეჯმენტის პროგრამა კი 2 წლის ვადით აირჩია. კიდევ დარჩენილია 5 საბაკალავრო პროგრამა, რომელიც აკრედიტაციის საბჭოზე თებერვალში იქნება წარდგენილი.