ეს ქვეყანა შენია

ეს ქვეყანა შენია, გაიზიარე პასუხისმგებლობა - ჩვენ ვუერთებით კამპანიას, რომლის ფარგლებშიც თვეში ორჯერ, ყოველი მეორე სამშაბათის საღამოს ეთერი სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში მომზადებულ გადაცემებს დაეთმობა.

ეს არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კამპანია, რომელსაც საქართველოში ჟურნალისტიკის რესურსცენტრი ახორციელებს.

ღირებულებების, აქტიური მოქალაქეების წარმოჩენა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია - ეს ის ძირითადი ამოცანებია, რასაც კამპანია ემსახურება.

გადაცემა ეთერში: 21:30 წუთზე გადის.