ახალი ამბები • 1747046220
გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
ინფრასტრუქტურა
1730968233

დღეიდან 1 თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, ჟიული შარტავას გამზირის კვეთიდან მამია ვარშანიძის ქუჩის კვეთამდე. ინფორმაციას ამის შესახებ "ბათუმის ავტოტრანსპორტი" ავრცელებს.
"სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვა აღნიშნული ქუჩის, ასევე გენერალ ასლან აბაშიძის I ჩიხის კეთილმოწყობის სამუშაოებს უკავშირდება.
შეზღუდვის პერიოდში, N15 მუნიციპალური ავტობუსი გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის ნაცვლად ვახტანგ შამილაძის ქუჩის გავლით იმოძრავებს"- წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა