ახალი ამბები • 1747046220
რა ეტაპზეა სამუშაოები გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე?
ინფრასტრუქტურა
1733840804

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, მამია ვარშანიძის ქუჩიდან ჟიული შარტავას გამზირის მონაკვეთამდე, ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტი ითვალისწინებს გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩისა და I ჩიხის სრულ რეაბილიტაციას.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე და გარეგანათების სისტემები, ტროტუარები და ბორდიურები.პროექტის ღირებულება 5 506 854 ლარს შეადგენს და მომდევნო წლის მაისის ბოლომდე დასრულდება.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა