ახალი ამბები • 1755160966
როდის დასრულდება ე.წ ძაბრი ხიდის გაფართოვება
ინფრასტრუქტურა
1731513669

წყალში გადაყრილი ბიუჯეტის ფული - ხიდს, რომლის დავიწროვებაზე მილიონები დაიხარჯა, ახლა ბათუმის მერია აფართოვებს. რეკონსტრუქციის სამუშაოები სავალი ნაწილის გაზრდას ითვალისწინებს, რის შედეგადაც საავტომობილო მოძრაობა უნდა განიტვირთოს. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, გათვალისწინებულია მოაჯირებისა და განათების ბოძების მოწყობა არსებული დემონტირებული ნაკეთობებისგან. სამუშაოებისთვის 210 000 ლარი არის გამოყოფილი და 2024 წლის 15 დეკემბერამდე უნდა დასრულდეს. რატომ ვიხდით ორმაგ თანხებს იმ საქმეში, რომლის საჭიროებაც, თავიდანვე სწორად განსაზღვრის შემთხვევაში არ დადგებოდა? უწყებაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს.

სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა
1746451221

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა