დააკავეს პირი, რომელმაც ბზა მოჭრა და ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგი დააზიანა

დაკავება

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ჭიათურაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, კანონდამრღვევმა, სოფელ ხრეითის მკვიდრმა მ.კ.-მ სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგი დააზიანა მას შემდეგ, რაც შენიშნა, რომ ფოტოხაფანგმა მის მიერ ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი დააფიქსირა.

"საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ჭიათურის პოლიციის სამმართველოს გადაეცა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე კანონდამრღვევი დაკავებულია; მას ბზის უკანონო მოპოვებისთვის ადმინისტრაციულ ჯარიმასთან ერთად, სატყეო სააგენტოს სასარგებლოდ ფოტოხაფანგის ღირებულების - 513,33 ლარის გადახდა დაეკისრა", - წერს სააგენტო.

მეტის ნახვა