ბათუმში ხანძარია

ხანძარი

ბათუმში ხანძარია. ცეცხლი შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი რესტორნის შენობას გაუჩნდა, რომელიც რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შენიშნეს ძლიერი დაკვამლიანება, რის შემდეგაც 112-ში დარეკეს.

ადგილზე სახანძრო ჯგუფებია მობილიზებული და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება.

შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, ამ კვირაში, ამავე ობიექტში ცეცხლი უკვე მეორედ გაჩნდა. 

მეტის ნახვა