15, თებერვალი 2019 17:14:00
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის მერს მოუწოდებენ, მერიის დაფუძნებული შპს -ები მეტად გამჭვირვალე გახადოს. ბათუმის საკრებულოს ფრაქციის წევრები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მირდატ ქამადაძის მტკიცებით, ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული შპს ები ,,სანდასუფთავება“ , ,,ავტოტრანსპორტი“ და ,,ბათუმის წყალი“ ფრაქციის მოთხოვნებს ანგარიშის წარმოდგენის შესახებ პასუხობენ, რომ დამოუკიდებელი იურიდიული პირები არიან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს რომ გამჭვირვალობაზე უარის თქმა გარკვეულ ეჭვებს ბადებს. ბათმის მერიაში აღნიშნულზე კომენტარი არ გააკეთეს.