22, თებერვალი 2019 20:05:00
უფუნქციოდ დარჩენილი სახლი ხულოს მუნიციპალიტეტში, რომელიც მოუვლელობით ნადგურდება. ამ ფონზე კი 11 ოჯახი ავარიულ ფიცრულში განაგრძობს ყოველდღურ პრობლემებთან ბრძოლას. რა აფერხებს სოციალურად დაუცველებისტის მათთვის შეძენილი ბინების გადაცემის პროცესს?
დაბა ხულოში, რუსთაველის ქუჩაზე არსებულ, ხის ფიცრულ სახლში 11 ოჯახი წლებია ცხოვრობს. სახლი, სიცოცხლისთვის საშიში და საფრთხის შემცველია რომაა, ამას ფასადის ვიზუალთან ერთად, ის გეოლოგიური დასკვნებიც ადასტურებს, რაც სპეციალისტებმა შესწავლის საფუძველზე დაწერეს. რთული ვითარებაში მცხოვრები ოჯახებიდან ერთ-ერთი შორენა ძირკვაძეა, მის სოციალურ ფონს განსაკუთრებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა ართულებს. მუდმივ მკურნალობაზე მყოფი ამ ავარიული სახლიდან მერიამ გასულ წელს ქირით გაიყვანა, თუმცა ბინის ყოველთვიურ საფასურს ახლა თვითონ იხდის.
მერი ცეცხლაძე ავარიულ სახლის ერთ ოთახში ძმის შვილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ მათი ყოფა განსაკუთრებით ქარსა და ძლიერ წვიმაში რთულდება.
ფიცრულ სახლში ცხოვრობს მარტოხელა სევიე თავდგირიძეც. მარტოხელა მოხუცებული ამბობს, რომ ღამით მღრღნელებმა დაკბინეს, რის შემდეგაც კიდურებზე დაავადება გაუჩნდა, უსახსრობის გამო კი მკურნალობაც ვერ შეძლო.
რთული ვითარების ფონზე დაკეტილია სახელმწიფოს მიერ, გასულ წელს კერძო პირისგან შესყიდული სახლი. ხულოს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ამბობს, რომ უფუქციოდ დარჩენილი შენობა მოუვლელობით ნადგურდება. ჩაკეტილ ოთახები კი დაინესტა.
ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ კერძო პირის მიერ აშენებული საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც შეისყიდეს ექსპლუატაციაში არ შესულა, რამაც ბინების გადაცემის პროცესს აფერხებს.
ეზოს მოწესრიგებისთვის საჭირო თანხა 2019 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული. თუმცა თვითმართველობა, მის მოპირკეთებას, დაბის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში გეგმავს. აღნიშნული პროექტის განხორციელება კი ჯერ არ დაწყებულა, შესაბამისად არც ის არის ცნობილი რა ვადებში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა.