13, იანვარი 2017 08:29:00
უწყლობით შეწუხებული მოსახლეობა ხელვაჩაურში. ტბეთის ქუჩაზე მცხოვრებლები წყალმომარაგების უზრუნველყოფას წლებია ელოდებიან. აქ გასული წლის აპრილში მრიცხველები დაამონტაჟეს. ადგილობრივების თქმით, მერიის დაპირებით, წყლის მიწოდება ექვს თვეში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ონკანებში წყალი ამ დრომდე არ მოდის. მოსახლეობას კანალიზაციის პრობლემაც აქვს. კუსტარული ჭა ყოველ კვირას ივსება და ეზოებში მოედინება. ამბობენ, რომ მათ პრობლემებზე წერილებს მერიაში უყურადღებოდ ტოვებენ. პრობლემური ოჯახები დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოინახულა. პარტიის წევრებმა მერიას მოსახლეობის პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდეს. უწყებაში ამბობენ, რომ წყლის სისტემის დასასრულებლად სამუშაოები რამდენიმე თვეში დაიწყება, საკანალიზაციო ქსელის მოწყობის ვადები კი ჯერ კვლავ უცნობია.