04, აპრილი 2019 20:03:00
,,ბრძოლა სკამებისთვის“ თუ კორუფციის წინააღმდეგ? - გუშინ გავრცელებულ აუციოჩანაწერგანცხადებები კეთდებოდა. როგორ ფასდება სავარაუიდოდ რეგიონის ყოფილ მეთაურსა და უცნობ პირს შჩემი კოლეგა გიამბობთ
,,ბრძოლა სკამებისთვის“ -ასე აფასებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გუშინ, გავრცლებეულ ვიდეო ჩანაწერებს. მათი თქმით, საუბარი ისევ „ქართული ოცნების“ გარკვეულმა ჯგუფმა ჩაწერა. პარტიაში, განვითარებულ მოვლენებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ.
,,გამოქვეყნებულ ჩანაწერებში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე კორუფციასთან მებრძოლად მოგვევლინა, თუმცა რეალობა პირიქითაა“ - ასე ფიქრობს დეპუტატი მერაბ ბლადაძე. მისივე თქმით, ამით კონკრეტული პირები ხელებს ითბობენ, თუმცა ვის გულისხმობს, დეპუტატი არ აკონკრეტებს.
,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ საქართველოში“ კი მიიჩნვენ, რომ ჩანაწერებში ახალი არაფერი თქმულა. გიორგი ცინცქილაძე იმედოვნებს, რომ საქმეს შესაბამისი უწყებებისგან, სათანადო რეაგირება მოჰყვება.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშრებით ზოგად კომეტარს აკეთებს. დავით გაბაძე, რომელიც არჩილ ხაბაძის მმართველობის დროს მთავრობის აპარატში მუშაობდა, მხოლოდ იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით იღებს პასუხისმგებლობას. ირწუმება, რომ აუდიო - მასალას სრულად ამ დრომდე არ გაცნობია. იგი პროცესებში მთავრობის მოქმედი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინტერესებს, კატეგორიულად გამორიცხავს.
ადასტურებს თუ არა არჩილ ხაბაძე გავრცებეული აუდიო - ჩანაწერების ნადვილობას, რატომ იყო უკმაყოფილო ქალაქის ყოფილი მერისგან - ამ და სხვა კითხვების დასმა რეგიონის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეებთან ვერ შევძელით. ჩვენს სატელეფონო ზარს ზურაბ პატარაძემ და არჩილ ხაბაძემ არ უპასუხეს.