11, აპრილი 2019 17:13:00
ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელი 18 თვეში აშენდება - აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიასა და ,, გოგსენ ინსაათს" შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. ტენდერში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში, ახალი ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობა, ობიექტის ექსპლუატაციისთვის საჭირო დანადგარების შეძენა, პოლიგონის საავტომობილო გზიდან ავტობანზე დაერთების, ასასვლელ - ჩასასვლელი გზის მშენებლობა მოხდება. დაგეგმილია ასევე ბათუმსა და ქობულეთში მოქმედი ნაგავსაყრელის დახურვა. პროექტის საერთო ღირებულება 7 მილიონი ევროა. აქედან 3 მილიონი ევრო EBRD - ის, 4 მილიონი ევრო კი CIDA- ს გრანტია