16, აპრილი 2019 20:02:00
ქალაქის ურბანული პოლიტიკა და რეკომენდაციები, რომელიც მესამე სექტორს აქვს. რატომ არ აქვს ბათუმს გენერალური გეგმა და როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს ხელმძღვანელი პირები? არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შენიშვნები მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობების მიმართ.
უცხო არავისთვისაა ის გარემოება, რომ რეგიონი განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ურბანული განაშენიანების კუთხით პრობლემების წინაშეა. სწორედ ამ საკითხზე დღეს გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, სადაც ქალაქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით NDI-ის წარმომადგენლებმა „სტუდია რეკის“ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე და ხედვებზე ისაუბრეს.
სამშენებლო ნებართვის გაცემის კრიტრერიუმებზე ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელმა. ნათია აფხაზავას შეფასებით, ადგილობრივმა მთავრობამ, ურბანული საკითხების შესახებ პროექტების განხილვაში მოქალაქეების ინტერესები უნდა გაიზიაროს. ამასთან ქალაქში დაგეგმილი ყველა მშენებლობის შესახებ ინფორმაცის საჯაროობა აუცილებელი.
ისტორიული დაცვის ზონების საკითხთან დაკავშირებით კითხები აქვს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს. ანნა მდინარაძემ შეხვედრაზე იკითხა როდის ექნება თვითმართველობას ქალაქის განაშენიანების გეგმა.
ქალაქის განაშენიანების გეგმის აუცილებლობაზე ბათუმის საკრებულოს მმართველის გუნდის წარმომადგენელიც საუბრობს. ნატალია ზოიძის ინფორმაციით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია, გამარჯვებული კომპანია კი ქალაქ განვითარების გენერალურ გეგმაზე იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ გენერალური გეგმა ბათუმს ამ დრომდე არ გააჩნია. სწორედ ამ მოთხოვნებით არაერთი აქცია გაიმართა. ბათუმის დამცველებს მიაჩნიათ, რომ ტურისტული ქალაქის განაშენიანება ქაოტურად მიმდინარეობს.