30, აპრილი 2019 20:57:00
ზღვისპირა სოფელი, სადაც მოსახლეობა მოუწესრიგებელ გზაზე გადაადგილდება. როდის ციხისძირში მცხოვრებლები ინფრასტრუქტუის კეთილმოწყობას წლებია ითხოვენ. რატომ არ აქცევს ყურადღებას მუნიციპალიტეტის მერია ოჯახებს, რომელთაგან ერთ-ერთამდე მიღწევა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასაც უჭირს?
ოპერაცია ორი თვის წინ გაიკეთა, კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა. იმის გამო რომ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ არის, ხშირ შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე ვერ მიდის. ტერიტორიაზე გადაადგილება უამინდობისას პრობლემაა ფეხით მოსიარულეებისთვისაც.
სოფელ ციხისძირში გზის მოწესრიგებას ოჯახი წლებია ითხოვს. აქ მცხოვრებლები ყვებიან, რომ პრობლემის გამო სატრანსპორტო საშუალებები მწყობრიდან გამოდის.
ადგილობრივები ყვებიან, რომ თვითმმართველობას ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ. მათივე თქმით, დაპირებებსაც ამ პერიოდში ისმენენ. ირწმუნებიან, რომ მუნიციპალიტეტში გზები იმ სოფლებში წესრიგდება, სადაც დეპუტატების ნათესავები ცხოვრობენ.
ადგილობრივების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ ქობულეთის მერიაში. უწყების ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ირწმუნება, რომ სოფლების გზების კეთილმოწყობა ეტაპობრივად ხორციელდება.
უწყებაში განაცხადეს, რომ ციხისძირში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი ერთ კვირაში გამოცხადდება.