10, მაისი 2019 20:54:00
უკიდურესად გაჭირვებულები ხელვაჩაურიდან. ფარტენაძეებიის ოჯახში 6 წევრია. თავს 200 ლარიანი პენსიით ირჩენენ. თანხა პურის და მედიკამენტების შესაძენადაც არ ჰყოფნით, ხანდაზმულებს კი ჯანრმთელობის პრობლემები აქვთ. სახელმწიფომ მათ სოციაალურად დაუცველის სტატუსი მოუხსნა.
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი ხელვაჩაურიდან. ფარტენაძეები 6-ნი არიან. თავს 200 ლარიანი პენსიით ირჩენენ. თანხა პურის და მედიკამენტების შესაძენადაც არ ჰყოფნით, ხანდაზმულებს ჯანრმთელობის პრობლემები აქვთ. სახელმწიფომ მათ სოციაალურად დაუცველის სტატუსი მოუხსნა. რატომ შეუწყვიტეს სოფელ სატეხიაში მხცოვრებლებს ფინანსური დახმარება?
ფარტენაძეების ექვს წევრიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 200 ლარიანი პენსიაა. გვიყვებიან, რომ საკვებად საკარმიდამო ნაკვეთში დაკრეფილ ბაღჩეულს იყენებენ. ამბობენ, რომ ხშირად პურის ყიდვასაც კი ვერ ახერხებენ
ხელვცაურში, სოფელ სატეხიაში მცხოვრები ოჯახის ისედაც გაუსაძლის პირობებს, მოხუცების ჯანმრთელობისმძიმე მდგომარეობა ემატება. ხანდაზმულები ხშირად ავადმყოფობენ, მედიკამენტების შესაძენად კი ფინანსები არ ჰყოფნით.
ოჯახი წლების წინ სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებოდა, თუმცა 2013 წლიდან სახელმწიფოსგან ფულად შემწეობას ვეღარ იღებენ. დახმარების აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს არაერთხელ მიმართეს. ისინი სტატუსის აღდგენას ითხოვენ.
ფარტენაძეების სიდუხჭირეზე საუბრობენ ოჯახის ახლობლები და მეზობლები. მათთვის გაუგებარია, რატომ მოუხსნა სახელმწიფომ უკიდურესად გაჭირვებულებს სოციალურად დაუცველის სტატუსი.
ხელვაჩაურის სოციალური მომსახურების სააგენტოში დახმარების მოხსნის მიზეზად, ოჯახის ერთიწევრის დასაქმებას ასახელებენ. ნანი კახიძის თქმით, ფარტენაძეებს სტატუსის ხელახლა შესწავლის მიზნით არ მიუმართავთ.
აღუდგება თუ არა ფარტენაძეებს დაკარგული სტატუსი, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ქულას მიანიჭებს სააგენტო ოჯახს განმეორებითი შესწავლის შემდგომ.