13, მაისი 2019 20:40:00
ვის ანდობთ ბავშვებს აღსაზრდელად? გადიოდნენ უნდა თუ არა ძიძები სერთიფიცირებას? მომვლელების ატესტაცია შესაძლოა მალე სავალდებულო აღარ იყოს. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ კანონნპროექტის განხილვა დაიწყო. დოკუმენტი პროცესის ნებაყოფლობითობას ითვალისწინებს. რას ფიქრობენ საკითხთან დაკავშირებით, ფსიქოლოგები, მშობლები და მესამე სექტორის წარმომადგენლები?
42 წლის მაკა ჩხარტიშვილი 2 თვეა, რაც ძიძად მუშაობს. ამბობს, რომ ბავშვებთან ურთიერთობა არ უჭირეს, რადგან ის თავად არის 2 შვილის დედა და ბებია.
მაკა ბავშვების მიმართ უყურადღებობის ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც ის ძიძების მხრიდან 6 მაისის პარკში აწყდება. ახალბედა ძიძა საქართველოში სერთიფიცირების ინიციატივას მიესალმება.
ძიძების ნებაყოფლობითი სერთიფიცირების შესახებ პროექტზე საქართველოს პარლამენტში მუშაობა უკვე დაწყებულია. აღმზრდელების გადამზადების საჭიროებებზე საუბრობენ შობლებიც.
იმ შემთხევაში თუ კი სერტიფიცირების პარალელურად აღმზრდელები გარკვეულ რეგულაციებში მოექცევიან ამას ფსიქოლოგებიც მიესალმებიან. ქეთევან დევაძის თქმით, ძიძა უპირველესად ბავშვის უსაფრთხოების, მისი განვითარებისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის უნარებს უნდა ფლობდეს.
მესამე სექტორში კი პროექტის როგორც დადებით ისე უარყოფით მხარეებზე საუბრობენ. თიკო აბაშიძის მოსაზრებით, სერთიფიცირება მშობლებს ძიძების არჩევანს გაუადვილებს, თუცა გაიზრდება დაუსაქმებელთა რიცხვი.
აღმზრდელთა რეესტრის შექმნას შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში გასულ წელსაც შევიდა, თუმცა მაშინ ინიციატივა დაიწუნეს. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ახალი პროექტი პარლამენტს 2019 წლის 13 თებერვალს წარადგინეს. ავტორები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ტურავა და პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე არიან.
დოკუმენტის თანახმად, ბავშვის მომვლელის ნებაყოფლობითი სერთიფიცირების პროცესს ორგანიზებას საქარველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაუწევს.