20, მაისი 2019 21:08:00
არის თუ არა რუსეთი საქართველოსთვის მთავარი საფრთხე? მოქალაქეების უმრავლობა თვლის, რომ კი. საზოგადოებრივი აზრი NDI-მ გამოიკვლია. ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტში წერია, რომ გამოკითხულოები 77 პროცენტს სურს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გავწევრიანდეთ. ანუ მხარდაჭერა ძლიერია. კიდევ რა კითხვები დასვა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ?
გამოკითხული მოსახლეობის 77 პროცენტისთვის ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია, ხოლო 13%-სთვის მიუღებელი. ეკონომიკური ზრდა, უსაფრთხოება და სამუშაო ადგილები - ეს ის საკითხებია, რასაც გაწევრიანების შემთხვევაში დადებით ფაქტორებად ასახელებენ. კვლევაში საუბარია გაწევრიანების ხელისშემშლელ ფაქტორებზეც: გამოკითხულთა 36% ტერიტორიულ კონფლიქტებს, 20% რუსეთს, 15 % დემოკრატიის ნაკლებობას, 14% კი განუვიტარებელ ეკონომიკას ასახელებს.
ენდიაის მიერ გამოკითხულთა 90 % ამბობს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია. საზღვარი ერთელ გადაუკვეთავს ერთხელ, 5 პროცენტს და რამდენჯერმე 3 პროცენტს . 55% მიიჩნევს, რომ საქართველო არ არის მზად ნატო-ს წევრობისთვის, 28%-ისთვის კი მზაობა არსებობს. მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. საბჭოტა კავშირის დაშლას „ცუდ მოვლენად რესპონდენტთა 39 %, ხოლო დადებითად- 50% აფასებს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგაოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს წარადგინეს, ხვალ კი პოლიტიკურ ნაწილს გააცნობენ საზოგადოებას.