20, მაისი 2019 20:03:00
დღეს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა. ემოციები, ცრემლები და სამახსოვრო წარწერები თეთრ პერანგებზე - 260 მდე საგანმანათლებლო დაწესებულებას 4 ათასზე მეტი მოსწავლე გამოეთხოვა. როგორ იხსნებენ სკოლის მერხებთან გატარებულ 12 წელს და რას გეგმავენ სამომავლოდ?
ბოლო ზარი დღეს ყველა კერძო და საჯარო სკოლაში დაირეკა. ზარი ცვლილებების- ბავშვობის წლების დასასრულისა და ახალი ეტაპის დასაწყისის. საგანმანათლებლო დაწესებულებების კედლები კიდევ ასეულობით მოზარდის საუკეთესო მოგონებებს შემოინახავს. საკლასო მერხებთან, სადაც სკოლადამთავრებულებმა თორმეტი წელი გაატარეს, ახლა მომავალს გეგმავენ:
ღონისძიებაზე ემოციები ვერ დამალეს პედაგოგებმა, ღიმილთან ერთად იყო ცრემლიც- თავიანთ არსაზრდელებთან გამოთხოვებისა და წლების განმავლობაში დაგროვილი სიყვარულის.
ახალგაზრდებმა სკოლის ხელმძღვანელობას საკუთარი ოცნებები გაანდეს.დირექციას მადლობაც გადაუხადეს
მოსწავლეებს სკოლის დამთავრება აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრმაც მიულოცა. უწყების გადაწყვეტილებით წელს პირველად მოზარდები კატის გამოცდებს არ გაივლიან. ატესტატს მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებსაც ყველა საგანში დამაკმაყოფილებელი შედეგი აქვთ. ინგა შამილიშვილი
სკოლას 4 051-ი მეთორმეტე კლასელი დაემშვიდობა. აჭარაში სულ 229 საჯარო და 29 კერძო სკოლაა.