27, მაისი 2019 17:11:00
„მიზეზი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს. მე ნამდვილად არ ვიცოდი ამ დროშების შესახებ. დანარჩენი კომენტარი შეგიძლიათ ბატონ თორნიკესთან მოიკითხოთ“-გამომცემლობა „ბათუმელებთან“ გააკეთა. მისივე თქმით გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მედიიდან გაიგო და თორნიკე რიჟვაძესთან არ უსაუბრია. ფაქტს მოყვა შეფასებებიც. „განტევების ვაცი“ ასე აფასებს მინისტრის გადაყენებას ასმათ დიასამიძე და მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა შამილიშვილის გარდა, თავად მთავრობის თავმჯდომარეს, ბათუმის მერიასა და ყველა იმ სამსახურებს ეკისრება ვინც 26 მაისთან დაკავშირებულ აქტივობებში იყო ჩართული. დიასამიძის განცახდებით, თორნიკე რიჟვაძე შეეცდება მთავრობის წინა თავმჯდომარის მიერ დატოვებული 2 მინისტრი, საკუთარი კადრებით ჩაანაცვლოს. თემასთან დაკავშირებით მაცნეს მტავბარ გამოშვებაში.