06, ივნისი 2019 17:09:00
B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები გამოცდა შესაძლოა გაძვირდეს და 98 ის ნაცვლად 150 ლარი გახდეს. კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. სიახლის მიხედვით, თეორიული გამოცდის ღირებულება 20 ლარი, პრაქტიკული ნაწილის პირველი ეტაპის - 40 ლარი იქნება, რეალურ მოძრაობაში კი გამოცდის ჩაბარებისთვის მსურველებს 90 ლარის გადახდა მოუწევთ.