07, ივნისი 2019 17:33:00
“სამსონ თამარიანი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართევლოს პარლამენტის წინააღმდეგ” -საქმის არსებითი განხილვა საკონსტუტუციო სასამართლოში გაიმართა. კონსტიტუციური სარჩელი იმ მუხლებს ეხება , რომლებიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება.მათ შორის პროკურორის დადგენილება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის გამოძიების და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული წესი ადამიანის უფლებების დაცვას ეწინააღმდეგება და პირთა დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას იწვევს.