11, ივნისი 2019 17:20:00
ქათამაძის ქუჩაზე მცხოვრები კახაბერ ბელაშვილი დახმარებას ითხოვს. მოქალაქე ყვება, რომ გუშინ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსახლების პროცედურა მის გარეშე განახორციელა. კახაბერ ბელაშვილს სამსახურიდან დაბრუნებულს საცხოვრებლის კარი დალუქული დახვდა. მოქალაქეს კერძო მევახშისგან 13 000$ ჰქონდა ნასესხები, სასამართლო პროცესის გადაწყვეტილებით კი მევახშისთვის 18 000$ უნდა დაებრუნებინა. დაზარალებული საცხოვრებლის გაყიდვას გეგმავდა. ითხოვს, რომ დროებით სახლში ცხოვრების უფლება მიეცეს.