12, ივნისი 2019 20:38:00
აჭარის მთავრობა რეგიონის პოპოლარიზაციის მიზნით ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს. ტურიზმის დეპარტამენტი ღირსშესანიშნაობებზე, ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პოტენციალზე რეკლამირებას სხვადასხვა პოპულარულ და ცნობილ ტელეარხებზე ეწევა. რა ხვდება რეგიონში ჩამოსულ სტუმარს? გონიოს სანაპირო ზოლი ერთ ერთი ადგილია, სადაც სანაპირო მოუწესრიგებელია და ინფრასტრუქტურა გაუმართავი. პრეტენზიები ადგილობრივებთან ერთად ტურისტებსაც აქვთ.
აქ მდგომარეობა წლების განმავლობაში არ შეცვლილა. გონიოს სანაპირო ზოლი ტურისტულ სეზონს წელსაც მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით შეხვდა. დაბინძურებულია ტერიტორია, ეკალ ბარდითა დაფარული ზღვასზე გადასასვლელები. ადგილობრივების თქმით, პრობლემების ჩამონათვალს ღამის საათებში ავტორბოლა ემატება.
რეგიონის სტუმრებს სანაპიროზე მიუსაფარი ცხოველების სიმრავლე აწუხებთ. ამბობენ, რომ ტურისტულ ქალაქში ამ კუთხით მსგავსი ფონი არ უნდა იყოს.
კომპანია სევერში ტურისტების პრეტენზიებს ასე პასუხობენ:
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ როდის დაიწყებენ ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას გონიოს სანაპიროზე. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ახლა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.
რაც შეეხება ავტორბოლების საკითხს. ბათუმის მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააეკეთეს, პირად საუბარში კი განმარტეს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და შესაბამისი უწყებას ინფორმაციაც მიაწოდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ კანონდარღვევაზე საპატრულო პოლიცია საჯარიმო სანქციებით რეაგირებს.