17, ივნისი 2019 20:35:00
მოქალაქე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. შუახევში მცხოვრები შოთა ზოიძე კომპანიას შანტაჟში ადანაშაულებს. მოქალაქე ყვება, რომ მას შემდეგ რაც პრობლემის შესახებ ალაპარაკდა, შუახევჰესის წარმომადგენლებმა იმ თანხის დაბრუნება აიძულეს, რაც გვირაბში მუშაობით გამოიმუშავა. ადრესატები ბრალდებებს უარყოფენ
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მცხოვრებ შოთა ზოიძის თქმით, მას შემდეგ რაც ჰესის მშენებელმა კომპანიამ, გვირაბიდან ჩამოშლილი გრუნტი, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ხევში ჩაყარა ნაძვები გახმა, სასმელი წყალი კი დაბინძურდა. მოქალქის მტკიცებით, ქიმიურად მომწამვლელი ნივთიერებით გაჯერებული მასა დაკონსერვების ნაცვლად,გარემოში გაიფანტა.
ზოიძეეების სახლთან დამაკავშირებელ საუბნო გზაზე, წყლის მილთან ახლოს ახლა აბრაა - წარწერით „ წყალი მომწამვლელია“. ირწმუნება, რომ მას შემდეგ რაც კანონდარღვევაზე ალაპარაკდა კომპანიის წარმომადგენლებმა იმ თანხის დაბრუნება აიძულეს, რაც გვირაბში მშენებლობით გამოიმუშავა.
ბრალდების ადრესატმა,ინგული დავითაძემ სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა, პირად საუბარშიკი ფაქტი უარყო, უფრო მეტიც, ამბობს, რომ ზოიძეს კომპანიაში არ უმუშავია. კომპანიაში იმასაც აცხადებენ, რომ გრუნტი სკოლის ეზოში, ობიექტის მოთხოვნით დაიყარა და იგი ქიმიურად მომწამვლელ ნივთიერებას არ შეიცავდა. რაც შეეხება თანხას განმარტავენ,რომ ზოიძეს სხვისი კუთვნილი თანხა შეცდომით ჩაერიცხა.
ზოიძეეების ოჯახს სასმელი წყლის გარდა, საცხოვრებელი სახლ ს პრობლემაც აწუხებთ. ისინი ხელისუფლებისგან საცოხვრისის გამაგრებას ითხოვენ. შუახევის მერიაში კი სახლის დეფორმირების პროცესში გეოლოგიურ პროცესებს გამორიცხავენ.
ზოიძეები ახლა ხელისუფლებისგან რეაგირებას ელოდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თბილისში „შვილმკდარი მამების“ საპროტესტო აქციაზე მონაწილეობას აანონსებენ. რაც შეეხება გარემოს დაცვითი ზედამხდველობითი დეპარტამენტს, ამბობენ რომ გრუნტი სამინისტორსთან შეთანხებულ ტერიტორიაზე დაიყარა და იგი ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს არ შეიცავს.