25, ივნისი 2019 20:35:00
და დღის კიდევ ერთი მთავარი თემა. გაგიზიარებთ შვილმკვდარი დედის განცდებს, რომლის მტკიცებითაც 4 წლის ბიჭი ექიმების დაუდევრობის შედეგად გარდაიცვალა. ვისი ბრალეულობა იკვეთება მომხდარში და რატომ შეუჩერეს მკურნალ ექიმს საქმიანობის ლიცენზია მხოლოდ 4 თვით? ფიქრია დავლაძე ცდილობდა მხარეებთან კონტაქტზე გასვლას.
შორენა იაკობაძე ორი წლის წინ დატრიალებულ ტრაგედიას იხსნებს. ძლიერი თავის ტკივილებით - დედამ 4 წლის ანრი, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა კლინიკაში მიიყვანა. ამბობს, რომ ბავშვს სათანადოდ არ უმკურნალეს. დამძმებული მდგომარეობით ქალმა შვილი დედაქალაქში გადაიყვანა. ექიმების მცდელობა დაგვიანებული აღმოჩნდა. ბავშვი მენინგკოკცეემიის დიაგნოზით გარდაიცვალა. მომხდარს შორენა იაკობაძე თანხების არქონას უკავშირებს.
ანრი ბერიძის გარდაცვალების ფაქტზე სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დასკვნა 1 წლის წინ დადო. დოკუმენტის მიხედვითაც იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ექიმს, კარინე აბგარიანს 4 თვით შეუჩერდა საქმიანობის ლიცენზია.
შორენა იაკობაძის ბრალდებას უარყოფენ იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა კლინიკაში.სამედიცინო დაწესებულებაში ირწმუნებიან, რომ პაციენტს შესაბამისი მკურნალობა გაეწია.
სამედიცინო რეგულირების სააგენტოში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს. სიტყვიერად კი განმარტეს, რომ მშობელს პრეტენზიებით უწყებისთვის დაუყოინებლივ, დასკვნის დადებისთნავე უნდა მიემართა. ამ შემთხვევაში საქმის ხელახლა შეისწავლიდნენ.
გარდაცვლილი ანრი ბერიძის დედა სასამართლოზე მიმართვას აპირებს.