28, ივნისი 2019 20:42:00
არის თუ არა დაგვიანებული რეგიონის პირველი პირის რეაქცია? თორნიკე რიჟვაძემ დედაქალაქში განვითრებული მოვლენები და გავრილოვის სისხლიანი ღამის შედეგები აქციების დაწყებიდან მე-9 დღეს შეაფასა. თორნიკე რიჟვაძე 20 ივნისს დაწყებულ პროტესტს დღეს , მთავრობის სხდომაზე გამოეხმურა.
„ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ - რა საკითხები განიხილეს აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე
გულნარა ლეფსაია, ნოდარ მჟაანაძე, თინათინ სასანია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს მხოლოდ რვა დღის შემდეგ გამოეხმაურა. ირკევვა, რომ რიჟვაძეს აქამდე ამის შესაძლებლობა არ ქონდა. ერთი კვირის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში კი რეგიონის პირველ პირს ახალი არაფერი უთქვამს. მან მთავრობის წევრების ძირითადი ნარატივი გაიმეორა.
თორნიკე რიჟვაძემ დღეს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრსაც და განაცხადა, რომ პირველმა პოლიციელმა ქვეყანას დიდი საფრთხე აარიდა.
რეგიონის პირველმა პირმა რუსეთის მიერ ტურისტულ ემბარგოზეც ისაუბრა. თქვა, რომ აჭარაში ყველა სახის ბიზნესს მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება და მთავრობა საბანკო ორგანიზაციებთან აპირებს მუშაობას. თუმცა რა სახის დახმარებას გეგმავს აჭარის ხელისუფლება ტურისტული ობიექტების მესაკუთრეებისთვის, თორნიკე რიჟვაძეს დღეს ეს არ დაუკონკრეტებია.
აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, პრიორიტეტების კომისიაში, არჩილ ვანაძეს, მოქმედი მაოდგილე, თორნიკე კუჭავა ჩაანცვლებს. ცვლილების საჭიროება მას შემდგე დადგა, რაც ვანაძის დაკავება მოხდა, რომელიც მინისტრის მოადგილე იყო. ამასთან, საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე კომპანიის მიმართ რიგი ღონისძიებები გატარდა. საუბარია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის დამატებით ვადებზე.
აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში ახალი სტრუქტურული ერთეული - საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იქმნება. ამავე დეპარტამენტში გადადის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება.