28, ივნისი 2019 20:32:00
შეთავაზება ტურისტებს ქედაში. აზარტული სპორტის მიმდევრებს სოფელ მაცუნცეთში ჯომარდობით დაკავება შეუძლიათ. მდინარეზე ნავით დაშვება და ექსტიმი. ადგილი, რომელსაც წელიწადის ყველა დროს ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. რამდენად უსაფრთხო სერვისს სთავაზობს მუნიციპალიტეტი დამთვალიერებლებს ? ეკატერინე ბარამიძე მოგიყვებათ
დაბა მახუნცეთში ბესიკ ფარტენაძე მეგობრებთან ერთად, ჯომარდობას მესამე წელია ეწევა. საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, შესაბამისი კუთხე მოაწყო. საჭირო ეკიპირება - ტივები, ნიჩბები, წყალგაუმტარი ჟილეტები განათავსა და ჩანჩქერისა თუ თამარის ხიდის სანახავად ასულ ტურისტს აჭარისწყალზე ნავით გასეირნებასა სთავაზობს. როცა ვიზიტორი კონსტრუქტორთან ერთად, ნავით ეშვება, ბესო და მისი მეგობრები ავტომობილით ტურისტების ამოსაყვანად და მოწყობილობების ამოსატანად მიდიან. ამბობს, რომ პროფესიონალი კონსტრუქტორები ჰყავს და მათთან გასეირნება უსაფრთხოა.
ჯომარდობის მომხმარებელი ძირითადი ბელორუსიიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან და დუბაიდან ჩამოსული ტურისტები არიან. ვასილი პინჩუკი ქედაში ოჯახთან ერთად ჩავიდა. ამბობს, რომ საქართველო და მათ შორის მთიანი აჭარა განსაკუთრებით ლამაზია. მოსწონს რაფტინგი, განსაკუთრებით კი ხეობა და ქართველები.
საჯომარდო მარშრუტი 20 და 6 კილომეტრიანი მონაკვეთია. ტურისტები ძირითადად ექვს კილომეტრიან მონაკვეთს ირჩევენ, რომელიც მახუნცეთიდან იწყება და ჭადრების ტერიტორიაზე სრულდება. ტურისტისთვის ამ მარშრუტზე მდინარეზე ნავით დაშვება 25 ლარი ღირს. ბესოს ამ დროისთვის ექვსი სატურისტო ნავი აქვს, რომელსაც ერთდროულად 60 -მდე ადამიანის დატევა შეუძლია.
ჯომარდობა მახუნცეთში გასაკუთრებით ბოლო პერიოდში გახდა პოპულარული, მომხმარებლების ზრდის პარალელურად, ამ ბიზესით ადგილობრივები უფრო ინტერესდებიან. ბესოს გარდა ამ საქმით კიდევ ორი ადგილობრივია დაკავებული.