08, ივლისი 2019 20:33:00
გაბუნიას მიერ გუიშინ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკურ წრეებში შეაფასეს. ყველა მათგანი ტანხმდება რომ ჟურნალისტის მონოლოგი არ ჯდება სიუტყვისა დ აგამოხატვის თავისუფლებაში. რა პოზიციები აქვთ პოლიტიკოსებს, ხატია გოგრაჭაძემ მოსიმინა.
მესამე სექტორი, მმართველი გუნდის მხრიდან, გავრილოვის ამბებსა და გაბუნიას განცხადების შემდგომ, რეაქციებს შორის პარალელს ავლებს. დემოკრატიის სკოლაში შერჩევით სამართალზე საუბრობენ და მიიჩნევენ რომ ჟურნალისტის მეირ დარღვევის საკითხში მთავრობა არ უდნა ერეოდეს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ კი ფიქრობენ რომ იმ პირობებში, როცა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას კანონი არეგულირებს, „რუსთავი 2“-ის წინ გამართული აქციის მონაწილეების მოთხოვნა არაადეკვატურია.
„ემსახურე საქართველოში“ თვლიან, რომ მმართველი გუნდის ეს რეაქცია, იმის ლუსტრაციაა, თუ როგორ აბარებს ხელისუფლება ქვეყანას ოკუპანტს. გირჩში ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს პოზიციები
შექმნილი ვითარება, მხოლოს რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს- მიაჩნიათ „ახალ საქართველოში“ და ფიქრობენ რომ სახელისუფლებო ეშელონებიდან, კერძ კომპანიის მიერ ეთიკის ნორმების დარღვეას, ასეთი აჟიოტაჟი არ უნდა მოჰყოლოდა.
ნაციონალურ მოძრაობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებას მდაბიოს უწოდებენ და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცებეულ განცხადებაში მათ რუსეთის მიმართ მობოდიშება ამოიკითხეს.
პოლიტიკური ოპონენტების ბრლადებას არ იზიარებენ მმართველ გუნდში. უფრო მეტიც,მათი თქმით, გაბუნიას ქმედებაში, შესაძლოა საქართველოს მტრების, მზაკვრული გეგმის ნაწილი იყოს, თუმცა ვის გულისხმობენ ,,მტრებში“, ნატალია ზოიძე არ აკონკრეტებს. იგი არც იმას გამორიცხავს,რ ომ არხმა, მსგავსი ნაბიჯი გამზნულად გადადგა.
გიორგი გაბუნიამ, გუშინ საავტორო გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“, რუსეთის პრეზიდენტის მისამართით უხამსი სიტყვები გამოიყენა.