08, ივლისი 2019 20:29:00
ჩხავერი ცოლიკოური ალადასტური- უნიკალური ღვინის სახეები ღვინის ფესტივალიდან. მეღვინეებმა სტუმრებს ღვინის სახეები წარუდგინეს.ღონისძიება წელს პიტველად ჩატარდა. მიზნობრიობაზე, მიმდინარეობაზე.
ქედაში, ჭადრების მიმდებარედ, ადგილობრივმა მეღვინეებმა, საუკუნოვან ტრადიციებზე დაყრდნობით, ოჯახში დაყენებული ღვინოებიწარმოადგინეს. იქვე იყო გამოტანილი ვაზისა და ღვინის წარმოებაში გამოსაყენებელი ატრიბუტიკა: სასმისები, ქვევრები. ვიზიტორებს, ქედის სოფლლებში სხვადასხვა სახეობის ვაზისგან დაყენებული ღვინოებს სთავაზობდნენ. დეგუსტაციის პარალელურად, ფესტივალზე მისული სტუმრებისთვის ფოლკლორული ანსამბლების შესრულებით კონცერტი გაიმართა.
ფესტივალზე წარმოდგენილი სასმელებიდან ძირითადად მაინც ჩხავერის, ცოლიკოურის, ალადასტურის,ღვინოები სჭარბობდა. საერთო ჯიშისა და ნიშის მიუხედავად, მეღვინეების თქმით, მთავარი მაინც დაყენების ხერხია.
ფესტივალზე წარმოდგენილ ღვინოებს შორის იყო წარმოდგენილი შედარებით ახალბედა მეღვინე, გიორგი ტაკიძის ღვინოც, რომელიც წარმოებაში იყენებს, როგორც ევროპულ, ასევე ძველ, ქართულ ტრადიციულ მეთოდებს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ქართული ვაზისა და ღვინის დაყენების ძირძველი ტრადიციების ცნობადობის ყოველდღიურ ზრდა, ბაზარზე მომხმარებლის ზრდას განაპირობებს. მისვე თქმით, ყველა მსგავსი ღნისძიება წარმოებისთვის ღირებულია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქართული ვაზი და ღვინო ქვეყნის ერთ-ერთი გამაერთიანებელი ნიშაა და დასძენს, ქვეყანაში შექმნილი ვითარება მის რეალიზაციასა და ექსპორტზე არ აისახება.
ფესტივალის ჩატარების მიზანი, ქედაში დღემდე შემორჩენილი უცხო და უნიკალური ჯიშის ვაზისგან დამზადებული ღვინოების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა იყო.
ფესტივალი ქედაში წელს პირველად ჩატრდა.