09, ივლისი 2019 20:32:00
არა ოკუპაციას, გახარია წადი ამ სლოგანებით ბათუმში ვარდების მოედანზე პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა აქცია გამართეს. შეკრებილები თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. მათი მიზანია ანტი საოკუპაციო მოძრაობის გაძლიერება. შეგახსენებთ დედაქალაქში აქციები მე-19 დღეა განუწყვეტლივ მიმდინარეობს. მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან წასვლაა.