11, ივლისი 2019 17:24:00
ეს განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. „საქართველოს ევროპული გზა“ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს ეძღვნება. ფორუმი საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. სტუმრების წინაშე სიტყვით პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოვიდნენ. დავით ზალკანიანმა შეხვედრის დაწყებამდე ფორმატის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა . მთავარ მიღწევად კი უვიზო მიმოსვლა , ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ენერგო-თანამეგობრობაში გაერთიანება დაასახელა.